გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა
ისტორია    თ. დოლიძე
2015წელი

გაკვეთილის მთავარი თემა
II მსოფლიო ომი და შედეგები
სწავლების საფეხური
საბაზო  საფეხური  VIII კლასი
გაკვეთილის აქტუალობა
მოსწავლე შეძლებს დააკავშიროს ისტორიული მოვლკენები და ფაქტები შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან მოსწავლე შეისწავლის კონფლიქტის მიზეზებს განვითარებასა და შედეგს.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეს გამოუმუშავოს ისტორიული ცოდნა მოახდინოს პრობლემების გააზრება და გადაჭრა შეძლოს ისტორიული მოვლენის მიზეზის და შედეგის განსხვავება და მათ შორის კავშირის დადგენა მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მსოფლიო ომის მიზეზები. ახასიათებს თითოეული ქვეყნის ინტერესებს,რუკის მეშვეობით შეუძლიათ აღწერონ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობა აანალიზებენ გამარჯვებული და დამარცხებული ქვეყნების მიზეზებს და  გადიან შედეგზე
წინასწარი ცოდნა
ფლობდნენ ინფორმაციას იმ პერიოდის მსოფლიო პოლიტიკური ვითარების შესახებ
შეფასების საგანი და პროცედურები

მოსწავლეების  შესაფასებლად ვიყენებთ წინასწარ მომზადებულ შეფასების რუბრიკას.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღვანელო, ვიდეო მასალა, რუკები, ომის ამსახველი სურათები, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა
 გაკვეთილი1)
  პრეზენტაცია(პირველი გუნდი-11მოსწავლე):1919 ვერსალის კონფერენცია(მონაწილე სახელმწიფოები/სახელმწიფოს მეთაურები,    მათი შეხედულებები დამარცხებული გერმანიის მომავალზე)-15წთ.
 პრეზენტაცია(მეორე გუნდი-11მოსწავლე):1929 აშშ-ში დაწყებული "დიდი დეპრესია" (სამომხმარებლო პროდუქციის რაოდენობის ბაზრის მოთხოვნილებასთან არა პროპორციული ზრდა) და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი( საწარმოების დახურვა, ბანკების გაკოტრება, უმუშევართა, უსახლკაროთა რაოდენობის კატასტროფული ზრდა)15წთ.
წარმოდგენილი ინფორმაციის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და ანალიზი-10წთ.
შეფასება-5წთ.

გაკვეთილი2)
  პრეზენტაცია(პირველი გუნდი-11მოსწავლე):1933-დან გერმანიის შეიარაღება(ზაარის ოლქის დაკავება,რაინლანდის მილიტარიზაცია,1938.მიუნხენის გარიგება-სუდეტის ანექსია,ავსტრიის ანშლუსი,1939 მარტ/აპრილში ჩეხოსლოვაკიის ნაწილობრივი ანექსია,1939წაგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის პაკტი,19391სექტემბერი მეორე მსოფლიო ომისდასაწყისი)15წთ.
 პრეზენტაცია(მეორე გუნდი-11მოსწავლე):საბრძოლო ოპერაციები"ბლიც კრიგი",პოლონეთის ანექსია,"უცნაური ომი",1940. 2ივნისს საფრანგეთის ოკუპაცია,სსრკ-ის მიერ ბალტიის სახელმწიფოების, ბესარაბიის ანექსია, "ფინური სასწაული",გეგმა"ბარბაროსა",პერ-ჰარბორის დაბომბვა,1942/43წწ.სტალინგრად/კურსკის,ელ ალამენის ბრძოლები,1944.ივნისში ოპერაცია"ოვერლორდი" ბერლინის ოპერაცია,იაპონიზე ატომური იერიში-15წთ.
წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზი(სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ომის  შედეგებზე ზემოქმედება)-10წთ.
შეფასება-5წთ.

გაკვეთილი3)
  პრეზენტაცია(პირველი გუნდი11 მოსწავლე):1945.პოტსდამის კონფერენცია(მონაწილე სახელმწიფოები/მეთაურები,მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და შედეგები)-20წთ.
 პრეზენტაცია(მეორე გუნდი11 მოსწავლე):1946 საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი-ნიურნბერგის პროცესი(ნაცისტი სამხედრო დამნაშავეების გასამართლება)20წთ.
შეფასება-5წთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий